Sunday, May 29, 2011

Bio Cosmetics

ადამიანის სილამაზის და ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის გარეგნულ იერსახეს, რამეთუ კანზე აისახება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. კანი გვიჩვენებს როგორია ადამიანის კუჭ–ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა და ა.შ. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში სურს ლამაზი სახის კანი ჰქონდეს. კანის მაქსიმალური სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა კოსმეტიკას.
ჩვენი კომანია “colors of life”- გვთავაზობს უნიკალურ კოსმეტიკურ საშუალებებს, რაც დაფუძნებულია ბიო–სტანდარტებზე. ეს ნიშნავს რომ „ბიო“ კოსმეტიკა იწარმოება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ე.ი. იმ სასარგებლო მცენარეებისგან , რომელიც მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ბიო–კოსმეტიკის ტექნოლოგია დაფუძნებულია ექსტრაქციის უნიკალურ მეთოდზე ზეკრიტიკული ნახშიროჟანგის გამოყენებით. ამ მეთოდის საშუალებით ხდება მცენარეებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ამ ნივთიერებების პირვანდელი შემადგენლობა.
აქტიურ ნივთიერებებს უნარი აქვთ წარმოქმნან მაღალმოლეკულური ბუნებრივი კონსერვანტები, რომელიც განაპირობებს მიღებული პროდუქტების შენახვას ხანგრძლივი დროით. ამგავრი მეთოდით მიღებული პროდუქცია ამცირებს ალერგიის რისკსაც (რადგან არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს).
ამჟამად ჩვენი კომპანიაcolors of lifeგთავაზობთ ოთხი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქტს, ესენია: დამატენიანებელიMoisturizing BioEmulsion with Edelweiss and Antarticineნებისმიერი კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგოIntensive anti-wrinkle BioCream with Liliesახალგაზრდა კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგოBioCream Extreme Lift with Orchidღრმა ნაოჭებიანი კანისთვის დაBioLift Eye Contour with Acacia of Senegalთვალის ირგვლივ წასასმელი ბალზამი. ამ ოთხივე პროდუქტის ძირითადი შემადგენლობაა: ჟოჟობას ზეთი, კაკაოს ზეთი, კამელიას ექსტრაქტი, ზეთის ხილის და ქაცვის ზეთი, კალენდულა, დინდგელი და A,B,E ვიტამინები. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, თითოეული მათგანი ასევე შეიცავს უნიკალური თვისებებით აღჭურვილ მცენარეებს. მაგალითად:

დამატენიანებელ ემულსიაშიMoisturizing BioEmulsion with Edelweiss and Antarticineძირითადი შემადგენლობის გარდა შედის ედელვაისი და არტატისინი. ედელვაისი იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 2000-3500 სიმაღლეზე, არტატისინი კი ანტარქტიდაში, ორივე მცენარე ყინვაგამძლეა, ამის გამო მათი შემცველობა საცხში ანიჭებს კანს ყინვისადმი მდგრადობის უნარს, იცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, აძლიერებს კანის კოლაგენს და ელასტიურობას.

საცხი შროშანის ექსტრაქტითIntensive anti-wrinkle BioCream with Liliesშროშანის თვისებებიდან გამომდინარე kvebavs კანს, ხავერდოვნებას და ელასტიურობას ანიჭებს, ასევე აქრობს ახალ ნაოჭებს;

ორქიდეას შემცველი საცხიBioCream Extreme Lift with Orchidიძლევა შესანიშნავ ეფექტს, ხდება კანის ჟანგბადით გამდიდრება, ნაოჭების დარბილება და დაჭიმვა, ხსნის დაღლილობას. გამოიყენება როგორც დღის ასევე ღამის კრემად ყველა სახის კანისათვის.

თვალის ირგვლივ წასასმელიBioLift Eye Contour with Acacia of Senegalნაოჭების საწინააგმდეგო ბალზამი შეიცავს სენეგალური აკაციის ექსტრაქტს და ბრინჯის პუდრას. სენგალური აკაცია იწვევს თვალის გარშემო ნაოჭების დაჭიმვას და გასწორებას მასში შემავალი წებოვანი ნივთიერების გამო; ბრინჯის პუდრა, რომელსაც გააჩნია მზის სხივების ამრეკლავი თვისება ხელს უშლის მზის სხივების ზეგავლენით თვალის მოჭუტვას. გამოიყენება ნებისმიერი თვალისთვის, ასევე ნებადართულია ოფთალმოლოგების მიერ ლინზიანი თვალისaთვის.



No comments:

Post a Comment